...ვმუშაობთ პროექტის გეგმის შედგენაზე, თანდათან იხვეწება... ტრენერისაგან საინტერესო და საჭირო რჩევები მივიღეთ პროექტის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საინტერესო იყო ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედგენის პროცესი, გამართული დისკუსია...
ჩვენს მიერ მომზადებული საპროექტო იდეის შესაბამისი ბუკლეტები ავტვირთეთ Google drive-ში,
... უამრავი სიახლე... საინტერესო და ნაყოფიერი დღე... შევისწავლეთ Google drive-ში მუშაობა, ძალიან მომეწონა მისი შესაძლებლობები... შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე... გამომადგება სამომავლოდ დოკუმენტების შესაქმნელად, გასაზიარებლად, შესანახად ... განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ... ეს მთვარი ორიენტირია პროექტის დაწყებისას, ამიტომ მნიშვნელოვანია კითხვების სწორად და ზუსტად შერჩევა!
ხელმეორე შეხვედრა არაჩვეულებრივ ტრენერთან-ბატონ დავით ჯანიაშვილთან...
ჩემს წინ გადაშლილი ზღვა ელექტრონული მასალა...
უამრავი შესაძლებლობა გავამდიდრო, გავამრავალფეროვნო, გავხადო ბევრად უფრო საინტერესო, საჭირო და მიმზიდველი ჩემი პედაგოგიური საქმიანობა... თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძვლიანი და ინტენსიური გამოყენების შანსი სასწავლო პროცესში...
უდიდესი სურვილი და იმედი ნაყოფიერი თანამშრომლობის...